ახალი ამბები

გიორგობიანი: ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრით გარემოს 19 968 ლარის ზიანი მიადგა

20 აგვისტო, 2015 • • 1140
გიორგობიანი: ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრით გარემოს 19 968 ლარის ზიანი მიადგა

“ისტორიულ უბანში მოჭრილი ხე-მცენარე ორმაგად იანგარიშება, ვიდრე სხვა უბანში. ჩვენმა დაანგარიშებულმა 12 200-მა ლარმა განიცადა კორექცია და ის გახდა 19 968 ლარი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის, ვინც ეს ჩაიდინა.”


ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ამ ადამიანმა გამხმარი ხეების მოჭრის უფლება თაღლითური გზით მოიპოვა და სანაცვლოდ ჯანსაღი ხეები მოჭრა.


საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე გიორგობიანმა განმარტა, რომ მოჭრის ნებართვა იყო გაცემული 4 გამხმარ ფიჭვზე და 5 ავარიულ ფიჭვზე. გიორგობიანის თქმით, მოჭრეს 5 ავარიული ფიჭვი, 4 გამხმარი კვლავ მოუჭრელია და მიმდებარედ 16 ფიჭვი უნებართვოდ მოიჭრა.

ბიძინა გიორგობიანი
ბიძინა გიორგობიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი