ახალი ამბები

ფხალაძე: კარგი იქნებოდა პრეზიდენტს გაეროში სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცემოდა

19 აგვისტო, 2015 • 1292
ფხალაძე: კარგი იქნებოდა პრეზიდენტს გაეროში სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცემოდა

თქნგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტს უკვე დადასტურებული აქვს მონაწილეობის მიღება აშშ–ში ქალთა როლის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში:

 

“საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს და ამისი ინიციატივით 2015 წელი გამოცხადებულია ქალთა წლად. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია მისი მიწვევა ამ ღონისძებაზე,”– აცხადებს ფხალაძე

 

ფხალაძე ამბობს, რომ უაღრესად მნიშვნელობვანია, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის ავტორიტეტი. ასევე, მიმიდნარეობს მუშაობა იმიასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის აშშ–ში ყოფნა იქნას მაქსიმალურად გამოყენებული აშშ–თან ურთუერთობის გაღრმავებისა და განვითარებისთვის. მისი განცხადებით, იგეგმება რიგი შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

“რაც შეეხება გაეროს თემას, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლიც აირჩევა პირდაპირი საერთო სახალხო არჩევნებით. აქედან გამომდინარე და ასევე მისი მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე, საერთაშორისო არენაზე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ავტორიტეტი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული და რახანც პრეზიდენტი იმ პერიოდში არის შეერთებულ შტატებში, როდესაც იხსნება გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები, კარგი იქნებოდა, რომ მას მისცემოდა საშუალება სიტყვით გამოსულიყო გენერალურ ასამბლეაზე”

 

ფხალაძის განცხადებით, როგორც წესი, პატარა ქვეყნები იყენებენ ხოლმე ამ შესაძლებლობას იმ ფაქტორის გამოც, რომ გაეროში არის ტრადიციები, წესები, როდესაც იხსნება გენერალური დებატები, პირველ რიგში სიტყვით გამოდიან სახელმწიფოების მეთაურები, მხოლოდ ამის შემდეგ გამოდიან მთავრობის მეთაურები და სხვა წარმომადგენლები. 

 

ფხალაძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტის ამ პოზიციას გაიზიარებენ. 

 

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს. ამის შესახებ მან განცხადება გუშინ გააკეთა:

 

“გაეროში, ნიუ-იორკშიც და ნებისმიერ სხვა ადგილას საქმის გასაკეთებლად მივდივარ და არა – სანახავად. პრემიერობამდე ხშირად მიმოგზაურია ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის განსაკუთრებული ვიზიტი, მაგრამ როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, სხვა სპეკულაციებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი