ახალი ამბები

ინდონეზიური თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 54 მგზავრი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა

16 აგვისტო, 2015 • • 1273
ინდონეზიური თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 54 მგზავრი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა

სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავში, რომელიც ეკუთვნოდა “ტრიგანა ეარ სერვისს” 44 სრულწლოვანი მგზავრი, ხუთი ბავშვი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა პაპუას პროვინციის დედაქალაქის მიმართულებით.

 

“ეარ აზიას” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიადან მიფრინავდა სინგაპურისკენ, ჩამოვარდა გასული წლის დეკემბერში და დაიღუპა 162 ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ სამხედრო თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა ინდონეზიის ჩრდილოეთში, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი