ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომის 23 წლისთავი აფხაზეთში

14 აგვისტო, 2015 • • 1535
ომის 23 წლისთავი აფხაზეთში

დიდების პარკში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი ყვავილები პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, მთავრობის წევრებმა და ომის ვეტარანებმა შეამკეს.

 

“ის რომ აფხაზმა ხალხმა გაუძლო და დაამტკიცა, რომ შეუძლია ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო და შეუძლია მისთვის იბრძოლოს, ჩვენს ძლიერ სულზე მეტყველებს. არასდროს დავივიწყებთ მათ, ვინც ბრძოლის ველზე დაეცა და საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაიღო. 14 აგვისტო, ამასთანავე, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის არსებობის დასაწყისია”, – აცხადებს პრემიერი არტურ მიქვაბია.

 

“ომის პირველ დღეებში ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ რაღაც საშინელება გველოდა წინ, მცირე იმედი გვერჩებოდა. თუმცა, ყოველ დღე ჩვენ ვიღაცას ვკარგავდით”, – ამბობს მოძრაობა “აფხაზეთის დედები შვდობისთვის და სოციალური სამართლიანობისთვის” წევრი გული კიჩბა.


აფხაზეთის ომის დაწყების 23 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებები თბილისშიც გაკეთდა. 


აფხაზეთის ომის იარები დღესაც მოუშუშებელია ქართველებისა და აფხაზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის ტრაგიკულ შეცდომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი. საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი. ჩვენ არავინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი – შეუძლებელია აფხაზ და ოს ძმებს ჩვენზე დიდი და გულწრფელი გულშემატკივარი ჰყავდეთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის”, – წერია პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცახდებაში.

 

ფოტო: sputnik
ფოტო: sputnik

 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი