ახალი ამბები

ნატა ფერაძე საკრებულოდან წყლის გადასხმის გამო გამოაძევეს

12 აგვისტო, 2015 • • 1280
ნატა ფერაძე საკრებულოდან წყლის გადასხმის გამო გამოაძევეს

გამოძევების მიზეზი ის გახდა, რომ ნატა ფერაძემ სხცადა იარუსიდან, სადაც მოქალაქეების აკვირდებია სხდომის მიმდინარეობას, წყალი გადმოესხა მირზა შაფის პროექტის ინვესტორ გიორგი სვანიძისთვის. თუმცა წყალი საკრებულოს დაცვის წევრს დაესხა.

 

დაცვის წევრმა ნატა ფერაძე აიძულა რომ საკრებულოს სხდომა დაეტოვებინა. საკრებულოსთან გამოიაძახეს პატრული, თუმცა მოსვლის შემდეგ საკრებულოს დაცვის წევრმა სთხოვა პატრულს, რომ გამოძახება გაეუქმებინა, რადგან მისი თქმით, არ სურდა სიტუაციის გამწვავება.

 

დღეს საკრებულო განიხილავს მირზა შაფის პროექტის საკითხს. დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მოითხოვდა, რომ პროექტის განხილვა გადადებულიყო, თუმცა საკრებულომ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი