ახალი ამბები

ბრალდებული მცველის ჩვენება ჟვანიას საქმეზე

11 აგვისტო, 2015 • 1447
ბრალდებული მცველის ჩვენება ჟვანიას საქმეზე

კობა ხარშილაძე ამბობს, რომ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ერთ ბინაში ყოფმა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

 

“არ გამკვირვებია, რომ ვნახე ეს ადამაინები. საიდან ვიცოდი და ვიცოდი პირადად, იმიტომ რომ მქონდა ამის შემოთავაზება პირდაპირ ვიტყვი. შეთავაზება რომ მოვისმინე, დასამალი არაფერი არ არის, ვარ 18 წლის ერთი გლდანელი ბიჭი, ახლა ემოციებს არ მოგიყვებით, მართლა ისეთი ემოციები მქონდა. ზურამ მითხრა, რომ იმედია, ძალიან არ შეგაშინე და რამე სისულელეს არ იზამო. მოკლედ, მეორე–მესამე დღეს, ისევ დამიბარა კაბინეტში და ხომ არ შეიცვალე აზრიო, მე ვუთხარი არა მეთქი,”– ამბობს ხარშილაძე.

 

გარდა ამისა, ხარშილაძემ სასამართლო პროცესზე ჟვანიას გარდაცვალებსი ღამეც გაიხსენა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს თავადვე აუხსნა შექმნილი ვითარება.

 

“მივედით იმ ბინაში და ავედი ცხაურზე, შევხედე, ზურა იჯდა სავარძელში, ცხონებული, და თავი ჰქონდა მარცხენა მხარეს გადმოგდებული. დავუძახე რამდენჯერმე, ვერაფერი ვერ გავაგებინე და სიმწრისაგან დავეჯაჯგურე ამ ცხაურს, ცხაური რომ ამოვიღე, ფანჯარა ღია იყო ჩვეულებრივად, შევედი, ზურა ჩამოვიყვანე, დავაწვინე სურათები რომ არის გადაღებული იმ მდგომარეობაში ზუსტად და ჩავუტარე ხელოვნური სუნთქვა. ორივე იყო შიშველ მდგომარეობაში. ვიღაცას ხომ უნდა მისცე ეს ინფორმაცია და დავურეკე ბარამიძეს, გადავწყვიტე რომ ბარამიძესთან დამერეკა. მითხრა, რომ კობა, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდეს პრეზიდენტმა. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვუთხარი მომხდარის შესახებ. იყო პაუზა და თქვა ასეთი ფრაზა: კარგი, მერაბიშვილი მიხედავს მაგ საქმეს,”– განაცხადა მან პროცესზე. 

 

მისი თქმით, ბინის დაქირავებისას მოთხოვნები იყო, რომ უნდა ყოფილიყო პირველ სართულზე, ბევრი ხალხი არ ყოფილყო, ადვილად შესასვლელი უნდა ყოფილიყო ბინაში და მის შესახებ არავის უნდა ცოდნოდა.

 

ადვოკატ ბექა ბასილაიას კითხვაზე, თუ რამდენი ბინა ჰქონდა დაქირავებული ჟვანიასთვის, ხარშილაძემ განაცხადა, რომ 3–4 თვეშ 1 ბინას ქირაობდა, თუმცა ყოფილა შემთხვევაც, რომ 1 ბინა 8 თვის განმავლობაშიც ჰქონია.

 

“ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ზამთრის პერიოდში შეიძლება “ბირჟაზე” არ დგას არავინ, მაგრამ ზაფხულში გაიხსნება და გამოვა ხალხი გარეთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იმ სადარბაზოსთან არის ბირჟა. ამას ხომ ამჩნევ, ხომ მანამდეც დადიხარ იმ ბინებში, სადაც ზურა უნდა მივიდეს და ამჩნევ ამ ყველაფერს,”– განაცხადა ხარშილაძემ.

 

კობა ხარშილაძე
კობა ხარშილაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი