ახალი ამბები

მერიის ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირი 7 აგვისტოდან 120 დღით გადაიკეტება

7 აგვისტო, 2015 • • 1204
მერიის ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირი 7 აგვისტოდან 120 დღით გადაიკეტება

მერიის ცნობით, ხიდის გადაკეტვა მისი ავარიულობიდან გამომდინარე არის აუცილებელი. მერია გეგმავს, რომ ხიდის სრული დემონტაჟის შემდეგ მის ნაცვლად ახალი ააშენოს. 

 

დედაქალაქის მთავრობა აცხადებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორი ალტერნატიული მარშრუტით: დ. აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და  დ. აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით.

 

ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება

 

მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან წლებში ჩაუტარდა, ხოლო ბოლო გამოკვლევა 2000 წელს.

თბილისის მერია
თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი