ახალი ამბები

სემეკის ცნობით, “თელასის” ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტი განახევრდა

5 აგვისტო, 2015 • • 1587
სემეკის ცნობით, “თელასის” ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტი განახევრდა

სემეკის ოფისში დღეს გამართულ საჯარო მოსმენაზე სემეკის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, თელასის ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგი მოქმედი გაანგარიშებით 12,34%-ს შეადგენა, თუმცა 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 5,34%-მდე დავიდა.

 

“თელასის” წარმომადგენელმა მიხეილ ანთაძემ კი კომისიას მიმართა, რომ როდესაც კომიისია მიიღებს გადაწყვეტილებას დანაკარგების გაანგარიშების თაობაზე ეს მაჩვენებელი 7 ან 7,5%-ით განისაზღვროს, რათა კომპანიამ შეძლოს მშვიდად მიიყვანოს დანაკარგების შემცირების პროცესი ბოლომდე.

 

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ მიხეილ ანთაძეს დაავალა, რომ 31 დეკემბრამდე წარადგინოს დასაბუთება, თუ რატომ უნდა დადგინდეს გაანგარიშება 7-7.5%-მდე.

 

სემეკის განმარტებით, გენერატორიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისას მომხმარებლამდე დენი გაივლის გამტარში. ელექტროენერგის გავლისას გამტარში გამოიყოფა სითბო, რაც არის დანაკარგი ელექტროენერგიის გადაცემისას.

 

სემეკი განმარტავს, რომ ეს დანაკარგი მომხმარებელის მიერ გადახდილ ტარიფში აისახება. მაგალითად, იმისათვის, რომ “თელასმა” 100 ერთეული მიაწოდოს აბონენტს, ამისათვის “თელასმა” 105 ერთეული უნდა მოიყვანოს თავის ქსელამდე.

 

თელასი
თელასი

სმეეკის ცნობით, შეუძლებელია, რომ დანაკრგი ქსელში არ არსებობდეს, თუმცა იგი კლებისკენ მიდის. კლების მიზეზს იმით ხსნიან სემეკსა და “თელასში”, რომ აბონენტები აღარ იპარავენ დენს, ანუ შემცირდა კომერციული დანაკარგები.  ამის გარდა, “თელასმა” მოაწესრიგა აღრიცხვა და ქსელები.

 

გოჩა შონია, სემეკის წევრი ამბობს, იმის მიუხედავად რომ დანაკარგები კლებისკენ მიდის, შეუძლებელია ითქვას როგორ აისახება ეს ტარიფზე. რადგან ელექტროენერგიის ტარიფს დანაკარგების გარდა კიდევ სამი კომპონენტი განსაზღვრავს: შეძენილი ელექტროენერგიის საფასური, კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯები.

 

მომდევნო საჯარო მოსმენას სემეკი ელექტროენერგიის შეძენასთან დაკავშირებით გამართავს. შემდეგ მოსმენასაც ასევე სამუშაო ფორმატი ექნება. კომისია გადაწყვეტილებებს ტარიფის თოთოეული კომპონენტის განსაზღვრაზე 31 აგვისტოს შემდეგ, არაუგვიანეს 2015 წლის 18 დეკემბრისა მიიღებს, როდესაც თბილისის აბონენტებისთვის ტარიფი გახდება ცნობილი. ეს ტარიფი დადგენის დღიდან 2016 წლის ბოლომდე იმოქმედებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი