ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში აგვისტოს ომის 7 წლისთავისთვის ემზადებიან

5 აგვისტო, 2015 • • 1436
ცხინვალში აგვისტოს ომის 7 წლისთავისთვის ემზადებიან

როგორც სააგენტო რეს-ი წერს, ღონისძიებების დროს ქალაქში უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს 180 თანამშრომელი უზრუნველყოფს. 

  

ცხინვალში ცენტრალურ მოედანზე გეგმავენ აჩვენონ სამხრეთ ოსეთის 116 გადამწვარი სოფლის იმიტაცია.

 

“ყველა სოფელთან ერთი ადამიანი იდგება, ვინც ამ მოვლენებს უფრო კონკრეტულად აღწერს”.

 

ასევე, ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია ფოტოგამოფენა, რომელზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსი ჯარისჯაცების ფოტოებს წარმოადგენენ.

 

გამოვიდა ასევე ფილმი “ომის 120 საათი”, რომელშიც როგორც ცხინვალის ოფიციალური პირები ამბობენ, ის დოკუმენტური კადრებია შესული, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო გადაღებული.

 

ამასთან, ცხინვალში სამგლოვიარო მინიტინგის ჩატარებსაც გეგმავენ.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი