ახალი ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ „დანკინ დონატსის“ რესტორანს მარჯანიშვილის მოედანზეც ხსნის

5 აგვისტო, 2015 • • 2370
„ვისოლ ჯგუფი“ „დანკინ დონატსის“ რესტორანს მარჯანიშვილის მოედანზეც ხსნის

2015 წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის და კიდევ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს.

 

მარჯანიშვილის მოედანზე „დანკინ დონატსის“ ახალგახსნილ რესტორანში მოსულ სტუმრებს 25 სახეობის უგემრიელესი დონატის მირთმევა სპეციალურ ფასად – 1.60 ლარად შეეძლება. 6 ცალის შეძენის შემთხვევაში  დონატების ფასი 1,50 ლარი იქნება, ხოლო 12 და მეტის შეძენის შემთხვევაში 1,40 ლარი. 

 

„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.  „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები,  უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოოლატტა®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.  

მასალების გადაბეჭდვის წესი