ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში როკ-მუსიკის ფესტივალის გამართვა სურთ

3 აგვისტო, 2015 • • 993
აფხაზეთში როკ-მუსიკის ფესტივალის გამართვა სურთ

აფხაზეთის მოტოსპორტის ფედერაცია მიმდინარე კვირის ბოლოს გაგრაში როკ-მუსიკის ფესტივალი “აფხაზეთის სანაპირო – 2015”-ის გამართვას გეგმავს. 

 

“ჩვენ მხარი დავუჭირეთ ჩვენი რესპუბლიკის მოტოსპორტის ფედერაციისა და რუსეთის ერთ-ერთი ცნობილი მოტოკლუბის ინიციატივას. ორგანიზატორთა განაცხადში წერია, რომ როკ-ფესტივალი გასართობ -შემეცნებითი ხასიათის იქნება და ფართო აუდოტორიისთვისაა განკუთვნილი. ერთ-ერთი მიზანი კი, მოტოსპორტის მიმართ პუბლიკის ინტერესის გაჩენაა, ასევე, კულტურული, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების დამყარება”, – აცხადებს ჯემალ ანქვაბი, გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე. 

 

მისი თქმით, ფესტივალს, დაახლოებით, სამი ათასი ადამიანი დაესწრება. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი