სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ ომბუდსმენის სარჩელი დააკმაყოფილა

3 აგვისტო, 2015 • 1225
საკონსტიტუციო სასამართლომ ომბუდსმენის სარჩელი დააკმაყოფილა

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი არ შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი იმ პირთა წრეს განსაზღვრავს, რომლებსაც საჯარო სამსახურში საქმიანობა ეზღუდებათ, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურის დაკავება ეკრძალება ნებისმიერ პირს, რომელიც „იმყოფება გამოძიების ქვეშ.“

 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამგვარი ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა.

 

სასამართლო არ დაეთანხმა საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომ ნორმის მეშვეობით ხდებოდა საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობისა და „გამოძიების ქვეშ“ მყოფი პირის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის პრევენცია. 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის განხილვისას აღნიშნარომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მკაფიოდ “გამოძიების ქვეშ მყოფი პირის ცნებას”. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შესაძლებელია თითოეული პირის საქმის ინდივიდუალური შეფასების გზით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვაკანტურ თანამდებობაზე შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პირის გრძელვადიანად დასაქმების საჭიროების შეფასებით. დანაშაულის გამოძიების პროცესზე ზეგავლენის თავიდან აცილება შესაძლებელია არა ზოგადი აკრძალვის, არამედ – საკითხის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად გადაწყვეტით. კონპეტენტური ორგანის მიერ თითოეულ შემთხვევაში გამოძიებაზე ზეგავლენის საფრთხის შეფასებსი და აღნიშნულის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

 საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია,  რომ   სადავო   ნორმა   არ   შეესაბამებოდა   თანაზომიერების   პრინციპის  მოთხოვნებს   და   არღვევდა  საქართველოს კონსტიტუციის 29- მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

 

საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი