სამართალი

ცოლის წამებაში ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა

3 აგვისტო, 2015 • 1309
ცოლის წამებაში ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა

პროკურატურის განცხადებით, გოჩა მიქავა ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენებით,  მორალური და ფსიქიკური ზემოქმედების გზით ცდილობდა საკუთარი ცოლისგან მიეღო ინფორმაცია ამ უკანასკნელის ღალატის შესახებ.

 

“2015 წლის 17 მაისს, გოჩა მიქავამ მოტყუებით შეიყვანა ხ.შ. ოთახში, ჩაუკეტა  კარები და აგრესიული  ტონით,  იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით,  სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა მისგან ეღიარებინა საყვარელი მამაკაცების ვინაობა.  მისთვის სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით, მიქავა მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და დანის  ჩხვლეტითა და დანის დასმით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები  –  ყურის,  ყვრიმალების, ტუჩის და  ცხვირის, ნიკაპის, მხარის, მაჯის, თითების საფრჩხილე ფალანგის, ბარძაყის, მუხლის, წვივის მიდამოებში. ასევე, გოჩა მიქავამ ხ.შ.-ს ხელისა და ფეხის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა გულმკერდის, მაჯის, მხარის არეში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა,”– აცხადებს პროკურატურა. 

 

პროკურატურის განცხადებით, გოჩა მიქავას  ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111 1441 მუხლის პირველი ნაწილით; ამჟამად იგი მიმალვაში იმყოფება და მასზე ძებნა არის გამოცხადებული.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო. ფოტო – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ვებ–გვერდიდან
ზუგდიდის რაიონული სასამართლო. ფოტო – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ვებ–გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი