ახალი ამბები

თაღლითობის ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

3 აგვისტო, 2015 • • 1116
თაღლითობის ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

ოფიციალური ინფორმაციითვე, 2015 წლის ივლისის თვეში, ემზარ პაპიძე, სხვა საგამოძიებო დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ  შორენა მამულაშვილს დაპირდა, რომ აუყვანდა ადვოკატს, რომელიც საქმეს მოაგვარებდა და მას არასაპატიმრო სასჯელი დაენიშნებოდა, რისთვისაც, როგორც გამოძიება ირწმუნება, მოტყუებით 200 ლარი გამოართვა

თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, 2015 წლის 22 ივლისს, შორენა მამულაშვილის მიმართ სახელმწიფოს ხარჯზე, სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მონაწილეობით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მას არასაპატიმრო სასჯელი დაენიშნა.

“მიუხედავად იმისა, რომ ემზარ პაპიძეს დაპირებული არცერთი მოქმედება არ შეუსრულებია, იგი კვლავ დაუკავშირდა შორენა მამულაშვილს და მოატყუა, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოტანა  მისი დამსახურება იყო და საქმე პროკურორთან და მოსამართლესთან მან მოაგვარა და სისხლის სამართლის საქმის თითქოსდა საბოლოოდ დასასრულებლად შორენა მამულაშვილს დამატებით 100 ლარი გამოართვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამენაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი