ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურის თქმით, მისი მოადგილე სუს-ში იოსებ გოგაშვილი იქნება

3 აგვისტო, 2015 • • 5400
ვახტანგ გომელაურის თქმით, მისი მოადგილე სუს-ში იოსებ გოგაშვილი იქნება

“ერთი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არის იოსებ გოგაშვილი. დანარჩენზე ჩამოვყალიბდები, ზუსტად ჯერ არ ვიცი” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

გომელაურის თქმით, მინისტრის დანარჩენ მოადგილეებს იგი მოგვიანებით დაასახელებს. ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დატოვა. მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც შსს–ს საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურები უნდა გამიჯნულიყო. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური დაამტკიცა.

 

იოსებ გოგაშვილი შსს მინისტრის პირველი მოადგილე 2015 წლის 19 თებერვლიდან იყო. მანამდე მას ეკვავა შემდეგი პოზიციები:

 

2014-2015  – შსს-ს  გენერალური ინსპექციის უფროსი;

 

12.02.2014-05.12.2014 – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

 

2013-2014 – შსს-ს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

 

2012-2013  – შსს-ს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.

იოსებ გოგაშვილი
იოსებ გოგაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი