ახალი ამბები

ივლისში ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით –0.2% შეადგინა

3 აგვისტო, 2015 • 1099
ივლისში ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით –0.2% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინა თვესთან შედარებით 1,1%–ით გაიზარდა ფასები ფარმაცევტულ ნაწარმზე, ასევე ფასები გაიზარდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე (2,7%) და ზეთსა და ცხიმზე (1,4 %):

 

“სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 0,8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,25 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფზე ფასების შემცირება ძირითადად განაპირობა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების კლებამ (-9,2 პროცენტი). ფასები ასევე შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11,6 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა რძე, ყველსა და კვერცხზე (2,7 პროცენტი) და ზეთსა და ცხიმზე (1,4 პროცენტი);

 

ჯანმრთელობის დაცვა: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 0,6 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,06 პროცენტული პუნქტის ტოლი წვლილი შეიტანა. ჯგუფში ფასები გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (1,1 პროცენტი).”

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია


სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 7,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მატება ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31,7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (18,7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11,2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8,2 პროცენტი);

 

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,71 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (16,6 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,0 პროცენტი);

 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11,7-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13,1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (9,8 პროცენტი).


მასალების გადაბეჭდვის წესი