ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკის შემოსაღობად 2 მილიონი ლარი გამოიყოფა

2 აგვისტო, 2015 • • 1013
თბილისის ზოოპარკის შემოსაღობად 2 მილიონი ლარი გამოიყოფა

უწყების ცნობით, ქალაქის მერიმა დავით ნარმანიამ ზოოპარკის ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები ზოოპარკის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილა.

 

დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, როგორც მერიაში აცხადბენ, გაკეთდება ჰიპოპოტამის, დათვებისა და მგლების ვოლიერები, შემოიღობება ზოოპარკის ტერიტორია და მოხდება გაზიფიცირება.

 

თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, ბიუჯეტში უკვე დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 55 000 ლარი ვოლიერისთვის, 2 000 000 ლარი კი ზოოპარკის ტერიტორიის შესაღობად გამოიყოფა.

 

“განვიხილეთ ზოოპარკის შემოღობვასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები, ვისაუბრეთ ვოლიერების გაკეთებაზეც. ეს ყველაფერი საჭიროა ზოოპარკის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მიღება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი