ახალი ამბები

აბიტურიენტთა 36%-ზე მეტმა ფიზიკის გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა

2 აგვისტო, 2015 • • 3038
აბიტურიენტთა 36%-ზე მეტმა ფიზიკის გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა

მაქსიმალური ქულა, 74 [75-დან] კი, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო. გამოცდაზე საშუალო ქულა – 27 დაფიქსირდა.


თუ შევადარებთ 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მაშინ ფიზიკის გამოცდაზე რამდენიმე ათეულით ნაკლები აბიტურიენტი მივიდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უფრო მეტმა, დაახლოებით, 42%-მა ვერ გადალახა.


ერთიანი ეროვნული გამოცდების წლების სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ფიზიკას, როგორც არჩევითს, აბიტურიენტთა მცირე რაოდენობა ირჩევს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით ჩანს, რომ აღნიშნულ საგანში იმ აბიტურიენტთა რიცხვი, ვინც მინიმალურ კომპენტენციის ზღვარს ვერ აკმაყოფილებს, ყველაზე დიდია. 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 2015 წელს  ჯამში 40  000 – ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი