ახალი ამბები

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი ბავშვს ელოდებიან

31 ივლისი, 2015 • 3020
მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი ბავშვს ელოდებიან

“ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ბავშვი გაგვეჩინა, თუმცა სამჯერ ეს წარუმატებლად დასრულდა,”– წერს ცუკერბერკი. მისივე თქმით, ახლა ორსულობა უკვე იმ ეტაპზეა, როდესაც ეს რისკი უკვე ძალიან დაბალია და თავს იმედიანად გრძნობენ.

 

“პირსცილას და მე ამაღელვებელი ახალი ამბავი გვაქვს: გოგონას ველოდებით!


ეს ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იქნება. ჩვენ უკვე ძალიან იღბლიანები ვართ იმით, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, შევხებოდით ადამინების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო – პრისცილა, როგორც ექიმი და მასწავლებელი, მე კი ფეისბუკისა და ქველმოქმედების საშუალებით. ახლა ჩვენ ვფოკუსირდებით იმაზე, რომ დედამიწა გახდეს უკეთესი ადგილი ჩვენი შვილისა და მომავალი თაობისთვის.


დასაწყისისთვის, გვინდა გაგიზიაროთ. ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ბავშვი გაგვეჩინა, თუმცა სამჯერ ეს წარუმატებლად დასრულდა.


როდესაც იგებ, რომ ბავშვი უნდა გეყოლოს, თავს ძალიან იმედიანად გრძნობ. წარმოიდგენ, თუ ვინ გახდება და ოცნებობ მათი იმედიანი მომავლისთვის. იწყებ დაგეგმვას, შემდეგ კი ეს ყველაფერი ქრება. ეს მხოლოდ გამოცდილებაა. ბევრი ადამიანი არც საუბრობს მუცლის მოშლაზე, რადგან პრობლემებზე ფიქრმა შეიძლება დისტანცირება გამოიწვიოს ანდა გაფიქრებინოს, რომ შენ ხარ პრობლემური, ან შენ გააკეთე რაიმე ისეთი, რამაც ეს გამოიწვია. შენ მარტო ხარ ამ ბრძოლაში.


დღევანდელ ღია და დაკავშირებულ საზოგადოებაში ამ საკითხების განხილვა არათუ გვაშორებს ერთმანეთისგან, არამედ გვაახლოებს. ეს ქმნის ურთიერთგაგებას, ტოლერანტობას და გვაძლევს იმედს. როდესაც ჩვენ ამის შესახებ მეგობრებთან დავიწყეთ საუბარი, დავინახეთ, თუ რამდენად ხშირი იყო ეს – რომ ბევრ ჩვენ ნაცნობს ქონდა მსგავსი პრობლემები და თითქმის ყველას ყავდა ჯანსაღი შვილები ამის შემდგომ.


ვიმედოვნებთ რომ ჩვენი გმაოცდილების გაზიარებით უფრო მეტ ადამიანს დავაიმედებთ და მათთვის უფრო კომფორტულს გავხდით ამ საკითხზე მათი ისტორიების გაზიარებას.


ჩვენი მხრიდან, კარგი ამბავი ისაა, რომ ორსულობის აპ ეტაპზე დანაკარგის რისკი ძალიან დაბალია, ამიტომ თავს იმედიანად გვრძნობთ.


პრისცილა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. ჩემთვის მასთან შეხვედრა ძალიან ამაღელვებელია. ჩვენს ძაღლს კი წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა ხდება.


ულტრაბგერითი გამოკვლევისას მე მისი ცერა თითი დავინახე, როგორც “ლაიქი” და ამან დამარწმუნა, რომ ის მე მგავს.


მოუთმენლად ველით რომ შევეგებოთ მას და გაგიზიაროთ უფრო მეტი, როდესაც ის მზად იქნება ყველასთან შესახვედრად!”– წერს ცუკერბერგი

 

 



Priscilla and I have some exciting news: we’re expecting a baby girl!This will be a new chapter in our lives. We’ve…

Posted by Mark Zuckerberg on Friday, July 31, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი