ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი და მოსკოვი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცეს შექმნიან

31 ივლისი, 2015 • • 1351
ცხინვალი და მოსკოვი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცეს შექმნიან

როგორც ცხინვალში აცხდებენ, რუსეთთან მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერის ერთ-ერთი მიზეზი, საქართველოს მხრიდან მორიგი აგრესიული ნაბიჯების რისკებია.

 

“ქართული ოცნება” ყოველდღიურად სუსტდება და რადიკალური დასავლელი წრეების საქმიანობა უფრო აქტიური და ხისტი ხდება არსებული ხელისუფლების მიმართ. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაში კვლავ ფანატიკოსი “დასავლელი” მოვიდეს და რეგიონში სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას. 

 

გარდა ამისა, “ინტერნაციონალურ” დახმარებას სიტუაციის ესკალაციაში ქართველ რადიკალებს შესაძლოა, დახმარება უკრაინელმა ნაციონალურმა მებრძოლებმა გაუწიონ, რომელთაც ამჟამად, თავის მხრივ, ქართველი მებრძოლები ეხმარებიან. გასათვალისწინებელია, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” და საქართველოში NATO-ს ფორსირებული სასწავლო-სავარჯიშო ცენტრის შექმნის ფაქტორები”, – წერს გამოცემა რეს-ი.

 

როგორც ვიცე-სპიკერი, დმიტირი ტასოევი აცახდებს, “ერთიანი ოსეთი” თავიდანვე აცხადებდა, რომ არ შეიძლება ძალოვანი სტრუქტურების ნაწილებად დაყოფა და მომხრე იყო ისინი ფედერალურ დაქვემდებარებაში გადასულიყო. 

 

“რთული სათქმელია რა კრიტერიუმებით მოხდება დანაყოფების გადასვლა რუსეთის შესაბამის უწყებებში”, – აცხადებს ტასოევი. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
   


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი