ახალი ამბები

“თელასი” არ აკონკრეტებს რამდენი თეთრით ითხოვს ტარიფის გაზრდას

31 ივლისი, 2015 • • 1005
“თელასი” არ აკონკრეტებს რამდენი თეთრით ითხოვს ტარიფის გაზრდას

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავას განცხადებით, “თელასის” ტარიფის განხილვა 4 ნაწილად მოხდება, რადგან ის სწორედ ოთხი ბლოკისაგან შედგება: დანაკარგები, შესყიდვის ხარჯები, საოპერაციო ხარჯები  და კაპიტალური ხარჯები.

 

ირინა მილორავას განცხადებით, მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადა 31 აგვისტომდეა, ხოლო ტარიფზე გადაწყვეტილების მისაღებად სემეკს 150 დღე აქვს. მისივე თქმით, ეს პერიოდი 28 დეკემბერს იწურება, ხოლო თუ სემეკი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ძალაში დადგენის დღიდან  შევა ძალაში ერთი წლით.




 

მასალების გადაბეჭდვის წესი