ახალი ამბები

თამარ მეფის გამზირზე მდგარ “საეჭვო ავტომობილში” ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

31 ივლისი, 2015 • • 1169
თამარ მეფის გამზირზე მდგარ “საეჭვო ავტომობილში” ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

საუბარია დანიური სახლის წინ მდებარე ტერიტორიაზე. აქვე ახლოს მდებარეობს ისრაელის საელჩოც. როგორც ნეტგაზეთს თვითმხილველებმა განუცხადეს, BMW-ს მარკის ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში იდგა ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც გადაამოწმეს და იგი იქ მდებარე ოფისების არც ერთ თანამშრომელს არ ეკუთვნოდა, ეჭვი გაუჩნდათ.


სამართალდამცველებმა ავტომობილი შეამოწმეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.



გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი