ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრო: ოდესისა და ერევნის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზრდება

30 ივლისი, 2015 • 1263
ეკონომიკის სამინისტრო: ოდესისა და ერევნის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზრდება

კერძოდ, სამინისტროს განცხადებით, ავიაკომპანია ერევნის მიმართულებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან სეზონის ბოლომდე, ფრენებს შეასრულებს კვირაში 8 სიხშირით, 4 სიხშირის ნაცვლად, ხოლო ოდესის მიმართულებით კი 2015 წლის 8 აგვისტოდან ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, ნაცვლად 1 სიხშირისა.

 

გარდა ამისა,  ავიაკომპანია 2015 წლის 8 აგვისტოდან ყოველკვირეული რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს თბილისიდან ბაღდადის მიმართულებით.

 

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ “სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” მხრიდან უკვე გაიცა შესაბამისი ნებართვები.

აირზენა
აირზენა

მასალების გადაბეჭდვის წესი