ახალი ამბები

საქართველოს დელეგაციას ახალგაზრდულ ფესტივალზე მესამე ოქრო ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა

30 ივლისი, 2015 • 1589
საქართველოს დელეგაციას ახალგაზრდულ ფესტივალზე მესამე ოქრო ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა

დაპირისპირების დაწყებიდან მალევე ლიპარტელიანის აქტიურობას შიდო მოჰყვა. ორთაბრძოლის მიწურულის კი ქართველმა ძიუდოისტმა ეფექტური გდებით იპონი გააკეთ და ოქროს მედალი მოიპოვა.


„მიხარია, რომ ოქროს მედალი სწორედ თბილისში მოვიგე. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, რომ არა ისინი, ამ შედეგს ვერ მივაღწევდი,“ – განაცხადა ეთერ ლიპარტელიანმა.


ნახევარფინალურ შეხვედრაში, ეთერ ლიპარტელიანმა ძიუდოისტი ემილია კანერვა იუკოთი დაამარცხა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა რუსი დანა ნაგუჩევა იპონით დაამარცხა. მანამდე, მეთექვსმეტედფინალში, ლიპარტელიანმა ჩეხ ვერა ზამენოვას 3 იუკოთი მოუგო.

 
საქართველოს დელეგაციიდან ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შვიდივე მედალი ძიუდოისტებს აქვთ მოპოვებული. ცოტა ხნის წინ საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მზია ბებოშვილმა მოუტანა.
 
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციიდან პირველი ბრინჯაოს მედალი ზურაბ კახნიაშვილმა 28 ივლისს მოიპოვა. ძიუდოისტებიდან ფესტივალის მეორე დღეს კიდევ ერთი ბრინჯაოსანი თემურ ნოზაძე გახდა. ოქროს მედალი გუშინ რობიზნონ ბეგლარიშვილმა მოიპოვა. 28 ივლისს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბაგრატ ნინიაშვილმა და ნატალია ყიფშიძემ.
 
ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი