ახალი ამბები

9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმეს

30 ივლისი, 2015 • • 1012
9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმეს

ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ფაქტებზე, პირველ ჯერზე ჯარიმა განისაზღვრება 6000 ლარის ოდენობით. მეორე და ყოველი შემდგომი შემთხვევა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 12 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში  თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტი ერთიადაიგივე აფთიაქში ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა, რეგულირების სააგენტო, სასამართლო დადგენილების საფუძველზე უფლებამოსილია აფთიაქს ლიცენზია გაუუქმოს.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს, იმ აფთიაქის მეპატრონეს, რომელსაც ლიცენზია უკვე ჩამორთმეული აქვს, სამეწარმეო საქმიანობა იმავე ადგილას, თუმცა ამჯერად სხვა სახელწოდებით დაიწყოს.

 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უკვე შემუშავებულია ცვლილებები კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც ლიმიტირებული გახდება ფსიქოტროპული აფთიაქების რაოდენობა და ნებართვა გაიცემა მხოლოდ ტერიტორული პრინციპით:

 

  • თბილისის მასშტაბით, თითო უბანზე გაიცემა მხოლოდ 2 ნებართვა.
  • თვითმმართველ ქალაქებში – 50 000 მოსახლემდე გაიცემა 1 ნებართვა. ყოველ შემდგომ 50 000 მოსახლეზე კი დამატებით გაიცემა კიდევ 1 ნებართვა;
  • მუნიციპალიტეტებში გაიცემა არაუმეტეს 1 ნებართვისა.
 

ჯანდაცვის სამინიტროს ცვლიებების პროექტი  უკვე გადაგზავნილია  პარლამენტში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი