ახალი ამბები

მზია ბებოშვილი ჩემპიონია – საქართველოს დელეგაციის მეორე ოქრო ახალგაზრდულ ფესტივალზე

30 ივლისი, 2015 • 1500
მზია ბებოშვილი ჩემპიონია – საქართველოს დელეგაციის მეორე ოქრო ახალგაზრდულ ფესტივალზე

შეხვედრის დაწყებიდან მალევე ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეს იუკო გაუკეთა. მესამე წუთზე კი ჰოლანდიელი სპირტსმენი შებოჭა და იპონი გამოიმუშავა.


„ჩემგან ყველა ოქროს ელოდა და მე არ მქონდა უფლება მედალი სხვისთვის გამეტანებინა,“ – განაცხადა მზია ბებოშვილამა.


მზიამ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რუსი ნასიმა იბრაგიმოვა დაამარცხა. მანამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელი ემე გრანტი და რუმინელი ანა როტარი დაამრაცხა.

 

საქართველოს დელეგაციიდან ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ექვსივე მედალი ძიუდოისტებს აქვთ მოპოვებული.

 

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციიდან პირველი ბრინჯაოს მედალი ზურაბ კახნიაშვილმა 28 ივლისს მოიპოვა. ძიუდოისტებიდან ფესტივალის მეორე დღეს კიდევ ერთი ბრინჯაოსანი თემურ ნოზაძე გახდა. ოქროს მედალი გუშინ რობიზნონ ბეგლარიშვილმა მოიპოვა. 28 ივლისს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბაგრატ ნინიაშვილმა და ნატალია ყიფშიძემ.


მზია ბებოშვილი ოქროს მედლის მფლობელია. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF
მზია ბებოშვილი ოქროს მედლის მფლობელია. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF

მასალების გადაბეჭდვის წესი