ახალი ამბები

სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს საარსებო შემწეობა აღუდგებათ

30 ივლისი, 2015 • • 945
სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს საარსებო შემწეობა აღუდგებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მარტოხელა პენსიონერებს, კომპენსაციის სახით, აუნაზღაურდებათ ის თანხაც, რომელიც უნდა მიეღოთ იმ თვეების განმავლობაში, როდესაც შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ. ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში 1 აგვისტოდან შევა ძალაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მომზადებისთვის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალმა პროგრამამ, რომელიც მაისიდან დაიწყო, ხელისუფლებას საშუალება მისცა, მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებები უფრო ნათლად დაენახა და გაეანალიზებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი