ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთს კორუფციის დაძლევაში აშშ დაეხმარება

29 ივლისი, 2015 • • 1007
სომხეთს კორუფციის დაძლევაში აშშ დაეხმარება

პროგრამა სომხეთსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. USAID სომხეთს პირდება, რომ ანტიკორიფციული სტრატეგიის რეალიზებაში და თანმდევი ღონისძიებების დაგეგმვაში დაეხმარება. 

 

პროგრამის რეალიზაციისთვის საჭირო თანხის 25%-ს სომხეთის მთავრობა, დანარჩენს კი აშშ დახარჯავს. თანხები ძირითდად მიმართული იქნება საექსპერტო კომიტეტის შექმნაზე და სტრატეგიის ჩაშვებაზე. 

 

პროგრამა, როგორც სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის, განათლების, ჯანდაცვის, სახელმწიფო მართვის, პოლიციის სფეროებში კორუფციული რისკების შესწავლას მოიცავს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   


მასალების გადაბეჭდვის წესი