ახალი ამბები

საქართველოს დელეგაციის პირველი ოქრო ახალგაზრდულ ფესტივალზე – ბეგლარიშვილი ჩემპიონია

29 ივლისი, 2015 • 1261
საქართველოს დელეგაციის პირველი ოქრო ახალგაზრდულ ფესტივალზე – ბეგლარიშვილი ჩემპიონია

60კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი ლარს კამფუი იპონით დაამარცხა, ხოლო ფინალში იტალიელ მოჭიდავეს ვაზარით მოუგო.

 

„არ ველოდი გულშემატკივართა ასეთ ჩართულობას და დიდი მადლობა მათ. კარგია, რომ პირველად ტარდება საქართველოში ასეთი მასშტაბის ღონისძიება. ძლიერი მეტოქე მყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე გამარჯვება,“ – განაცხადა რობინზონ ბეგლარიშვილმა.


ფინალურ შეხვედრამდე ორივე სპორტსმენმა 3-3 მეტოქე დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა სომეხ ტიგრან ბადალიანს, აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს და ჰოლანდიელ ლარს კამპფუისს მოუგო. იტალიელმა ვერცხლის პრიზიორმა ავსტრიელ მარკუს ჰიზბერგერს, ფრანგ მენჟამენ გომესს და ებრაელ ამიტ ბობოვიჩს სძლია.

რობიზონ ბეგლარიშვილი (მარჯვნივ) ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი