საზოგადოება

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს?

29 ივლისი, 2015 • • 1990
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს?

დოკუმენტში უპირველეს რჩევად სახლებში სიგრილის შენარჩუნება და დიდი რაოდენობით სითხის მიღებაა დასახელებული (ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების გარდა).

 

რეკომენდაციების მიხედვით, დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე, მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით უმჯობესია, თუ ფანჯრებს ღიას დატოვებთ, ხოლო დღის განმავლობაში მაქსიმალურად შეზღუდავთ სახლში სიცხის შეღწევას – დახურეთ ჟალუზები, ჩამოაფარეთ ფარდები. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.

 

მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.

 

მიიღეთ გრილი შხაპი; ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

 

თუ თქვენ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.

 

”თუ შეამჩნევთ, რომ ადამიანი ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. არ მისცეთ აცეტილსალიცინის მჟავა ან პარაცეტამოლი. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე” – ნათქვამია რეკომენდაციის დოკუმენტში.

 

ჟენევის ტბასთან მოწყობილ საჯარო საცურაო აუზში მამაკაცი გრილდება, 2013 წლის 26 ივლისი, სინოპტიკოსები ამ დღეებში განსაკუთრებულ სიცხეს ვარაუდობდნენ @epa
ჟენევის ტბასთან მოწყობილ საჯარო საცურაო აუზში მამაკაცი გრილდება, 2013 წლის 26 ივლისი, სინოპტიკოსები ამ დღეებში განსაკუთრებულ სიცხეს ვარაუდობდნენ @epa

 

საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 15 იანვარს მიღებული №69 დადგენილების მიხედვით, 32.5 გრადუსზე ზემოთ საოფისე პირობებში მუშაობა მხოლოდ 1 საათით არის დაშვებული. პროფკავშირების გაერთიანება ამ პირობის შესრულებას მოითხოვს.

 

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საშუალო ტემპერატურამ დედამიწისა და ოკეანეების ზედაპირზე რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ივნისი 2015 წლის მესამე თვედ იქცა, რომელმაც საშუალო ტემპერატურის მატებით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, ამავე წლის მარტისა და მაისის შემდეგ.

 

1 ივლისს გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვისა და მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციებმა ცხელი ჰაერის ნაკადებისა და ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებ (Heatwaves and Health: Guidance on Warning-System Development) დოკუმენტი წარადგინეს, რომელშიც კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის გაუარესების მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი