ახალი ამბები

ანონსი – 29 ივლისი

29 ივლისი, 2015 • • 982
ანონსი – 29 ივლისი

09:30 საათზე, სასტუმრო “რუმსში” (კოსტავას 4) ‘კოალიცია თანასწორობისთვის’ ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს.


10:00 საათზე თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.


11 საათზე, ნუცუბიძის 2 -ში “დევნილთა პარტია” პარტიის ოფისის პრეზენტაციას გამართავს. საკონტაქტო ინფორმაცია: ქეთი – 59832820


11:00 საათზე მოსამართლე დალი მეტრეველის მიერ გუშინ სასამართლო სხდომიდან გათავისუფლებული ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზოვი, ადვოკატ ლექსო კობაიძესთან ერთად პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. ბაბიანსა და ოგანეზოვს გუშინ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეეცვალათ. თემა: სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებულთა მოთხოვნები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

11:30 -საათზე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პორტალ “კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565


12:00-ზე სოფიო ხორგუანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურში, რომელიც ხორგუანმა სასჯელთაღსრულების სამინისტროს ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ დღეს შეიტანა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

12:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი დირექტორის, პოლკოვნიკი მალხაზ სინაურიძის არასამართლებრივი დევნისა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ზეწოლის თაობაზე ადვოკატი ანა ჟღენტი პრესკონფერენციას გამართავს.


13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სემეკის გადაწყვეტილება, თბილისი 2015-ის გავლენა ლარის კურსზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

მასალების გადაბეჭდვის წესი