ახალი ამბები

თემურ ნოზაძემ ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოუტანა

29 ივლისი, 2015 • 1062
თემურ ნოზაძემ ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოუტანა

შეხვედრის დაწყებიდან მალევე ქართველმა ძიუდოისტმა იუკო მოიპოვა. დაპირისპირების მეოთხე წუთზე თურქმა სპორტსმენმა ვაზარი შეასრულა და მედალს მიუახლოვდა. დასრულებამდე ცხრა წამით ადრე, ნოზაძემ ეფექტური გდება შეასრულა და ვაზარი გამოიმუშავა. ქართველმა ძიუდოისტმა უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა და საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი შესძინა.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ. ურთულესი შეხვედრა გავმართე და 9 წამით ადრე მომგებიანი გდება გავაკეთე. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და ვეცდები მომავალში მხოლოდ ოქრო მოვიპოვო,“ – განაცხადა თემურ ნოზაძემ.


საქართველოს დელეგაციას ახალგაზრდულ ფესტივალზე პირველი ბრინჯაოს მედალი ზურაბ კახნიაშვილმა მოუტანა. 50-კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ჩეხი დავით ვოპატი ვაზარით დაამარცხა.

 

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ძიუდოს აკადემიის დარბაზში, ქართველი სპორტსმენები ასპარეზობას 29 ივლისს გააგრძელებენ.

საქართველოს დელეგაციას ახალგაზრდულ ფესტივალზე მეორე მედალი თემურ ნოზაძემ მოუტანა. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF
საქართველოს დელეგაციას ახალგაზრდულ ფესტივალზე მეორე მედალი თემურ ნოზაძემ მოუტანა. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF

მასალების გადაბეჭდვის წესი