ახალი ამბები

მუამარ გადაფის შვილს სიკვდილით დასჯიან

28 ივლისი, 2015 • • 1351
მუამარ გადაფის შვილს სიკვდილით დასჯიან

გადაფსა და კიდევ 8 ადამიანს 2011 წლის რევოლუციის  დროს ჩადენილი დანაშაულის გამო სიკვდილით დასჯიან. საიფ ალ-ისლამი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. მან ჩვენება ვიდეოჩართვის დახმარებით მისცა. ის ქალაქ ზინტანის აჯანყებულების ჯგუფს ჰყავს მძევლად და მის გათავისუფლებაზე უარს აცხადებენ. 

 

სიკვდილმისჯილთა შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბაღდად ალ-მაჰმუდი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აბდალა ალ-სენუსისი. მათ განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვთ. დანარჩენ დაკავებულებს 5 წლამდე ან სამუდამო პატიომრობა მიესაჯათ. 

 

საიფ ალ-ისლამ გადაფი. ფოტო: Reuters
საიფ ალ-ისლამ გადაფი. ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი