ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დინამო სოხუმი” ფინანსურ დახმარებას ითხოვს

27 ივლისი, 2015 • • 1831
“დინამო სოხუმი” ფინანსურ დახმარებას ითხოვს

“დინამო სოხუმს” სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, სხვა შემთხვევაში, გუნდი დაიშლება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ქვეყნის ხელისუფლებასა და სოხუმის ადმინისტრაციის უფროსს. მხარდაჭერას დაგვპირდნენ, თუმცა, ალბათ, ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა და ფეხბურთისთვის ვერ იცლიან. შესაბამისად, ვერ დაველოდებოდით დახმარებას და გადავწყვიტეთ მივმართოთ გულშემატკივრებსა და სპორტის მოყვარულებს, ვინც აფხაზეთში ან მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს”, – აცხადებს ასტამურ ადლეიბა, საფეხბურთო კლუბი “დინამო სოხუმის” პრეზიდენტი.

 

მისი თქმით, “დინამო სოხუმი” მზადაა სპონსორთან კონტრაქტი გააფორმოს ან აქციების პაკეტი შეთავაზოს, რაზეც, როგორც ადლეიბა აცხადებს, სოხუმის ადმინისტრაცია უარს ამბობს.

 

კლუბის ხელმძღვანელის თქმით, ზუსტად ერთი წელია გუნდს არანაირი ფინანსური დახმარება არ მიუღია და იმისთვის, რომ არსებობა გაეგრძელებინათ, აქამდე მინიმალურ თანხებს საკუთარი ძალისხმევით შოულობდნენ.

 

“დინამო სოხუმი” 1927 წელს დაარსდა. 


ფოტო: SPUTNIK;
ფოტო: SPUTNIK;


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი