ახალი ამბები

ვოლკერი: რუსები დასავლეთს აჩვენებენ, რომ საქართველო მათი გავლენის სფეროა

26 ივლისი, 2015 • • 1042
ვოლკერი: რუსები დასავლეთს აჩვენებენ, რომ საქართველო მათი გავლენის სფეროა

ყოფილი ელჩი ასევე აცხადებს, რომ ამ მიზნით რუსეთი აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალით მანიპულირებას ეცდება:

„ისევე როგორც მილსადენის, რუსეთს ამ გზატკეცილის გადაკეტვაც ადვილად შეუძლია, თუ ეს მოინდომა. ანუ თუ მოუნდათ, ამას გააკეთებენ. თუმცა არ მგონია, მათ მილსადენი ან E60-ზე მოძრაობა გადაკეტონ დღეს ან ხვალ. მაგრამ ისინი ამით ყველას ანახებენ, რომ აქ არიან და ადვილად შეუძლიათ ამის გაკეთება. ამ ნაბიჯით ასევე ამბობენ, რომ სურთ საქართველოს მთავრობა დაემორჩილოს რუსეთის სურვილებს და ამავდროულად დასავლეთს აჩვენებენ, რომ ეს მათი გავლენის სფერო, მათი ტერიტორიაა.“


ვოლკერის თქმით, საქართველოს სწორად აქვს შერჩეული გრძელვადიანი სტრატეგია:


“ჩემი აზრით, საქართველოს სწორი სტრატეგიული მიზნები აქვს, თუმცა მათი განხორციელება ზიგზაგის ფორმით ხდება. ევროპასთან ასოცირება, ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება, გერმანიასთან და ამერიკასთან კარგი ურთიერთოებები, ასევე წარმატებული ეკონომიკა და გამჭვირვალობა საქართველოს გამძლეობას მატებს. ასევე დავამატებ, რომ ამ მოქმედებებზე რეაგირება სამხედრო ძალით არ უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით ახლოვადიანი მიზნების მისაღწევად. ამით რუსეთს მეტი საბაბი მიეცემა დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად. ამის ნაცვლად საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო აქტიურად უნდა ჩართოს კონფლიქტში.“

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი, ფოტო: ამერიკის ხმა
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი, ფოტო: ამერიკის ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი