ახალი ამბები

ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნეებს შორის ვიცეპრემიერი კახა კალაძე იქნება

26 ივლისი, 2015 • • 1060
ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნეებს შორის ვიცეპრემიერი კახა კალაძე იქნება

ესტაფეტაში მონაწილეობას მეჩირაღდნეები საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტები- ელგუჯა ბერიშვილი და მამუკა ხაბარელი, პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კოტე ლაშხი მიიღებენ.

 

უშუალოდ მიხეილ მესხის სტადიონზე ესტაფეტაში ჩაერთვებიან სამხედრო მოსამსახურე, ავღანეთის ომის მონაწილე, თემურ დადიანი და ოლიმპიური ჩემპიონები, გელა კეტაშვილი, ნინო სალუქვაძე და ზურაბ ზვიადაური.

 

სტადიონზე საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშას მრავალგზის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები: ნონა გაფრინდაშვილი, ლევან თედიაშვილი, ვახტანგ ბლაგიძე, ვაჟა კაჭარავა, რომან რურუა და რაფაელ ჩიმიშკიანი შეიტანენ.

 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დღეს ოფიციალურად მიხეილ მესხის სტადიონზე 20:15-ზე გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი