ხელოვნება

ლიზა სტენსფილდი და Snoop Dogg ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე

27 ივლისი, 2015 • 2538
ლიზა სტენსფილდი და Snoop Dogg ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე

მეოთხე საფესტივალო დღე ყველაზე ხალხმრავალი აღმოჩნდა, ბათუმის ჩოგბურთის კორტების ტერიტორია Snoop Dogg-ის ფანებით მთლიანად გაივსო.

Snoop Dogg, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015,  © ნეტგაზეთი
Snoop Dogg, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015, © ნეტგაზეთი

სცენაზე მის გამოჩენას ხალხი ტაშით, სტვენით და ოვაციებით შეხვდა.

წვიმის მიუხედავად აუდიტორია ბოლომდე არ დაშლილა.

შოუ საათზე დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა მომღერლის ერთ-ერთი ფანის თქმით, Snoop Dogg-ის მხოლოდ 5 წუთით მოსმენა და დანახვაც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ კონცერტით კმაყოფილი დარჩენილიყო.

1993 წლიდან დღემდე Snoop Dogg-ს სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებთან ერთად 13 ალბომი აქვს გამოშვებული. მის ყველაზე წარმატებულ ალბომად  „დოგი-სთაილი“ ითვლება, რომლის 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა.  გრემის ჯილდოზე 16-ჯერ ნომინირებული მომღერალი მუსიკის გარდა სხვა სფეროებშიც აქტიურად მოღვაწეობს. მის მფლობელობაშია კომპანია „Uncle Snoop’s Army“, რომელიც მსოფლიოს სხადასხვა ადგილას მასშტაბურ ივენთებს უწევს ორგანიზებას.

2015 წლის  მაისში  გამოვიდა SNOOP DOGG-ის მეცამეტე ალბომი სახელწოდებით “BUSH”, რომელმაც მას მეექვსედ მოუტანა პირველი ადგილი ამერიკულ და ევროპულ  R&B  ჩარტებში.

ხალხმრავალი იყო ჯაზ-ფესტივალის მესამე დღეც, როცა სცენა 80-90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანელ მომღერალს ლიზა სტენსფილდს დაეთმო.

ლიზა სტენსფილდი, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2015,  © ნეტგაზეთი

მომღერალმა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტებიც “Never never gonna give you up”, “The real thing” და “all around the world” იმღერა. მისი ქართველი ფანები საათნახევრიანი კონცერტის ბოლოს კმაყოფილი დარჩნენ სტენსფილდის შესრულებით.

“გადასარევი იყო, თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ!”

“კონცერტმა გადააჭარბა მოლოდინს – ლიზა არაჩვეულებრივ ფორმაშია. რეპერტუარი იყო ფანტასტიკური, ბოლომდე დაიხარჯა”, – აღნიშნავდნენ მსმენელები “ნეტგაზეთთან” საუბარში.

თუმცა იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მომღერალი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის და შესაძლოა ასაკის გამო ისე ვეღარ მღერის, როგორც ადრე.

სტენსფილდის კონცერტი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. კონცერტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი კონცერტზე დაგვიანებით მოვიდა. მის ვიზიტთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები წინა დღეებთან შედარებით საგრძნობლად გამკაცრებული იყო – კორტების ტერიტორიაზე შემსვლელებს დაცვის თანამშრომლები დეტალურად ამოწმებდნენ. ამას სტუმართა დიდი ნაკადი დაემატა, რამაც შესასვლელთან  რიგები გამოიწვია. რიგები იყო სასმელის შესაძენ დახლებთან და ტუალეტებთანაც.

80-90-იან წლებში ლიზა სტენსფილდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოპვარსკვლავი იყო მსოფლიოში. სასიამოვნო ვოკალითა და რიტმული სიმღერებით მან მსმენელის აღტაცება მალევე დაიმსახურა. მის დუეტს ჯორჯ მაიკლთან და Queen-თან სახელწოდებით „These Are The Days Of Our Lives“ მსოფლიო პოპულარულობა ხვდა წილად . თავისი კარიერის განმავლობაში ლიზა სტენსფილდს 15 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

შავი ზღვის 2015 წლის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია “ისთერნ პრომოუშენი” იყო, ფესტივალის წარმდგენი – “თი ბი სი სტატუსი”, ხოლო ძირითადი მხარდამჭერები – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი