ახალი ამბები

ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმი ბრიტანეთში შესაძლოა 2016 წელს ჩატარდეს

26 ივლისი, 2015 • • 1155
ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმი ბრიტანეთში შესაძლოა 2016 წელს ჩატარდეს

“ინდეფენდენტი” ამ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ადრე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რეფერენდუმი ევრკოკავშირში წევრობის აუცილებლობის თაობაზე ჩატარდებოდა 2017 წლის ბოლომდე.

 

ამ დროისთვის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბრიტანელები უფრო ემხრობიან ქვეყნის გამოსვლას ევროკავშირიდან. ინდეფენდენტის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ნაწილობრივ მაინც დათანხმდება შეთავაზებულ რეფორმებს.


შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილებოდა ევროკავშირიდან საბერძნეთის გასვლის საკითხი ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისისა და შეუსრულებელი ვალდებულებები გამო. 

დევიდ კემერონი
დევიდ კემერონი

მასალების გადაბეჭდვის წესი