ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით დააკავეს

25 ივლისი, 2015 • 942
რუსეთის მოქალაქე  ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ოთარ გ. დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

პრესსამსახურის გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის დათვალიერებისას არადეკლარირებული ტვირთი – 180 ქილა ფეთქებადი ნივთიერება – დენთი ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 45280,8 გრამ უკვამლო დენთს წარმოადგენს და ფეთქებად ნივთიერებათა კატეგორიას განეკუთვნება.

 

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი