ახალი ამბები

კახა კოჟორიძე: პრეზიდენტი შეწყალების პროცესში პოლიტიკური ნიშნით არ მოქმედებს

24 ივლისი, 2015 • 1059
კახა კოჟორიძე: პრეზიდენტი შეწყალების პროცესში პოლიტიკური ნიშნით არ მოქმედებს

“პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი, ის ასეთი საკითხის გადაწყვეტის დროს, ცხადია, არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. მინდა ვთხოვო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა ამ ტიპის განცხადებებმა არ გააჩინონ აღქმა, რომ საქართველოში შესალებელია მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით, ხოლო ამ აღქმამ შემდეგ არ დააზიანოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ შეწყალების პროცესში ის არასოდეს არ იმოქმედებს პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით,”– განაცხადა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი ჭეშმარიტი ნაციონალური პრეზიდენტია და იმედს გამოთქვამს, რომ იგი შეიწყალებს სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ახალაიას.

 

“ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არის ჭეშმარიტი ნაციონალული პრეზიდენტი. გუშინ შეიწყალა ერთ–ერთი მსჯავრდებული, ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა, მას მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილური პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, კეთილ ადამაინებსაც შეიწყალებს ძალიან მალე,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ იმ 98 პატიმრიდან, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა, ერთ–ერთი აკაკი ბობოხიძის ძმაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი