ახალი ამბები

ჯაჭვლიანი: ისეთი რეკლამა გავუკეთე EBRD-ს, წესით, უნდა დამაჯილდოვოს

23 ივლისი, 2015 • • 1094
ჯაჭვლიანი: ისეთი რეკლამა გავუკეთე EBRD-ს, წესით, უნდა დამაჯილდოვოს

მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მას დასცინა და გუშინდელი განცხდებით, როგორც ჯაჭვლიანი ამბობს, შესაბამისი პასუხი მიიღო.

 

“ქალბატონმა ეკამ მაშინ, როცა EBRD-ი ტარდებოდა, ყველაზე კარგად იცის, რომ მე მანდ მიწვეული არ ვიქნებოდი, მე არც ფინანსისტი ვარ და არც ბანკირი. მან ამ სიტყვებით დამცინა და მიიღო თავისი პასუხი, და რაც შეეხება იმას, რომ ვითომ აქ პოლიტიკურ განცხადებებზე იყო საუბარი, ამბსოლუტურად პოლიტიკური განცხადება და ფორმა მე ამისთვის არ მიმიცია”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა. 

 

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა EBRD ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, რასაც ინტერნეტში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

 

”ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ მან ბრძანა, პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ იბიარდზე 10 წლის განმავლობაში. ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას, ამიტომ, ნა-იბიარდები ქვეყნის სტაგნაციიდან გამოყვანა ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

 

14-15 მაისს თბილისში გაიმართა EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის) ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი. ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვია.


მასალების გადაბეჭდვის წესი