ახალი ამბები

თეთრიწყაროს რაიონში გზის ნაწილი მეწყრული პროცესების გამო ჩაწყდა

21 ივლისი, 2015 • • 1438
თეთრიწყაროს რაიონში გზის ნაწილი მეწყრული პროცესების გამო ჩაწყდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე გზის სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლი ჩაწყდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება კოდა-მარნეულის, მარნეული-თეთრიწყაროს და ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზების გავლით საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით იქნება შესაძლებელი, აცხადებს დეპარტამენტი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი