ახალი ამბები

საგარეო უწყებამ კონფლიქტის ხაზის გადმოწევის თაობაზე ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა

13 ივლისი, 2015 • • 1087
საგარეო უწყებამ კონფლიქტის ხაზის გადმოწევის თაობაზე ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დუნდუამ განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი იარაღი რუსეთის წინააღმდეგ არის საერთაშორისო სამართალი და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა.
 
 
“მომზადებული გვაქვს ინფორმაცია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახალი ბანერების დამონტაჟების შესახებ. გვაქვს ვიზუალური მასალა, ამას ყველაფერს გადავცემთ ელჩებს, გავაცნობთ არსებულ ვითარებას და ვთხოვთ მათი ქვეყნების და მათი ორგანიზაციების დახმარებას ამ საქმეში”, – განაცხადა დონდუამ.

 

შეხვედრაზე მისულმა შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია ბანერების შესახებ, რომელიც გორის გზატკეცილთან ახლოს განთავსდა:

 

“საქართველოში ჩვენ რუსეთის ინტერესებს წარმოვადგენთ და მოსკოვში – საქართველოსას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს შევამოწმოთ და რუსეთს საქართველოს მესიჯი გადავცეთ. გვსურს შევაფასოთ სიტუაცია, ასევე მოვისმენთ განმარტებებს რუსეთის მხრიდან ამ ბანერებთან დაკავშირებით.”

 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა: “ჩვენ გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მე ველოდები მათ მოსაზრებასაც, თუ რას იტყვიან ისინი ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას.”

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა

მასალების გადაბეჭდვის წესი