ახალი ამბები

საგარეო უწყება: გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს

13 ივლისი, 2015 • 1233
საგარეო უწყება: გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამ უკანონო ქმედებას და მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედება და მოვიდეს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში. ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს ამ ნაბიჯს, რომელიც ადგილზე და უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და უხეშად არღვევს  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს, ძალას, იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და მას სათანადო და ადეკვატური გაჟღერება და რეაგირება ჰქონდეს იმ თანამეგობრობიდან, რომელსაც ჩვენ მივმართავთ,”– განაცხადა ბრიფინგზე კერესელიძემ. 

 

11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვაზე.


14 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი სოფელ ხურვალეთში, რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის მითვისების წინააღმდეგ  აქციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი