ახალი ამბები

ნიდერლანდების სამეფომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

7 ივლისი, 2015 • 1231
ნიდერლანდების სამეფომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

ამავე წყაროს ცნობით, ნიდერლანდების სამეფოს სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს.

 

ამით ნიდერლანდების სამეფოს  საკანონმდებლო ორგანომ დაასრულა დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი. ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითმა პალატამ რატიფიკაციის დოკუმენტს 2015 წლის 7 აპრილს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად  სენატში გადაიგზავნა.

 

ნიდერლანდების კანონმდებლობის თანახმად,  პარლამენტის მხრიდან დოკუმენტის რატიფიკაციის შემდგომ მას ხელს მოაწერს ნიდერლანდების მეფე.

 

ამ დროისთვის რჩება ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომლებსაც ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არ მოუხდენიათ. ეს ქვეყნებია  საფრანგეთი, ბელგია, საბერძნეთი, სლოვენია, ესპანეთი, ავსტრია. 

 
საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერეს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოწერისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის მზადება. 2014 წლის 27 ივნისი
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოწერისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის მზადება. 2014 წლის 27 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი