ახალი ამბები

მოსკოვი–ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაინიშნა

2 ივლისი, 2015 • 990
მოსკოვი–ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაინიშნა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეისები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.

 

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ბათუმის მიმართულებით გაიზარდა რეისების რაოდენობა მინსკიდან. ავიაკომპანია „Belavia“-მ გაზარდა ფრენის სიხშირეები მინსკსა და ბათუმს შორის და ნაცვლად კვირაში 3 სიხშირისა, ფრენებს შეასრულებს კვირაში 5 სიხშირით.

 

ფოტო – სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook გვერდიდან
ფოტო – სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook გვერდიდან


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 66 პროცენტით გაიზარდა. 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია, ჯამში, 111,864 მგზავრი, რაც 66 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (67,422 მგზავრი). სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზაფხულის სეზონის განმავლობაში ამ მიმართულებით მგზავრთა ნაკადის კიდევ უფრო მატება არის მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი