ახალი ამბები

შსს: დააკავეს პირი, რომელიც ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ დევნილს ფულს სძალავდა

1 ივლისი, 2015 • 916
შსს: დააკავეს პირი, რომელიც ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ დევნილს ფულს სძალავდა

შსს–ს ინფრმაციით, ბრალდებული იძულებით გადაადგილებულ პირს – ლოლიტა ბ-ს ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის დროულად მიღებაში დახმარებას დაჰპირდა და სანაცვლოდ მოსთხოვა 2000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვა 250 ლარი.

შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამაზ ა. თანხის გამორთმევის ფაქტზე დააკავეს, 250 ლარი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მინდინარეობს, რაც გულისხმობს თაღლითობის მცდელობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 


ლტოლვილთა სამინისტრომ დღეს ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, სადაც დევნილებს მოუწოდა, რომ არ წამოგებოდნენ მსგავს თაღლითურ დაპირებებს:


“მხოლოდ დევნილთა და განსახლების სამინისტროში მოქმედი კომისიაა უფლებამოსილი ორგანო,  რომელიც  კრიტერიუმების შესაბამისად ანაწილებს საცხოვრებელ ფართებს.  კომისიის მუშაობაში, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა, ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ღიაა მედიისთვისაც”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მასალების გადაბეჭდვის წესი