ახალი ამბები

ერთ გულშემატკივარს სალაროშიც მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება

1 ივლისი, 2015 • • 1008
ერთ გულშემატკივარს სალაროშიც მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება

როგორც ნეტგაზეთს სფფ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ერთ მომხმარებელს 4 ბილეთის შეძენა შეეძლება და ამისათვის მას სალაროში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა დასჭირდება.


სფფ-ის პრესსამსახურის განცხადებით, პირადობას იმიტომ ითხოვენ, რომ იგივე პირი ხელმეორედ არ მივიდეს სალაროში ბილეთების საყიდლად.


რაც შეეხება იმას, თუ როდიდან დაიწყება ბილეთების რეალიზაცია, სფფ-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხს მომზადება ესაჭიროება, რადგან დასაბეჭდია ბილეთები და განსახორციელებელია სხვა სახის საორგანიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც სალაროებში ბილეთები გაიყიდება.


ბარსელონასა და სევილიას 11 აგვისტოს მატჩისათვის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა 24 ათასიდან მხოლოდ 2000-მდე ბილეთის რეალიზაცია შეძლო და ხარვეზების გამო ონლაინვაჭრობა გუშინ შეწყვიტა.


გადამყიდველები, გულშემატკივართა რიგები და ხარვეზიანი ბილეთები ”დინამოს” სალაროსთან. 24.03.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე
გადამყიდველები, გულშემატკივართა რიგები და ხარვეზიანი ბილეთები ”დინამოს” სალაროსთან. 24.03.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი