ახალი ამბები

biletebi.ge: ბილეთების ონლაინ გაყიდვები დღეს, 21:30 საათზე დასრულდება

30 ივნისი, 2015 • • 2304
biletebi.ge: ბილეთების ონლაინ გაყიდვები დღეს, 21:30 საათზე დასრულდება

სქრინშოტი ბილეთები.გე-ს ვებგვერდიდან
სქრინშოტი ბილეთები.გე-ს ვებგვერდიდან

 

ბოლო მონაცემებით 24 ათასიდან ჯერ მხოლოდ 1500 ბილეთია გაყიდული. 


biletebi.ge-ს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ უეფას სუპერთასის მატჩების ბილეთების ონლაინგაყიდვა ხარვეზებით მიმდინარეობს. საიტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემა ფიქსირდება მათსა და იმ ინტერნეტკომპანიას შორის, რომელიც საიტზე მომხარებელთა რიგს აწესრიგებს.


 

“გაყიდვა კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს, პრობლემა ფიქსირდება რიგის მენეჯმენტ კომპანიას და ჩვენ შორის. ჯერჯერობით გაყიდულია 1500 ბილეთი, 143 00 მომხმარებელია რიგში. სისტემა მომხმარებლების ნაკადს უმკლავდება, თუმცა რიგის სისტემასთან კავშირში კვლავ შეფერხებებია… დარჩენილია ყველა კატეგორიის ბილეთი”, – ნათქვამია საიტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

 

 

 

 

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 09:00 საათიდან დაიწყო. გულშემატკივრების ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ მათი რიგის მოსვლის შემდეგ სისტემამ ვებგვერდიდან გამოაგდო და რიგის ბოლოში მიუჩინა ადგილი. biletebi.ge-ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საკითხს სწავლობენ. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზო არველაძე სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, პრობლემები biletebi.ge-ზე მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება, თუ სხვა რამეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი