ახალი ამბები

სფფ სამართალდამცველებს მიმართავს, გაარკვიონ biletebi.ge-ზე შექმნილი პრობლემები

30 ივნისი, 2015 • • 1233
სფფ სამართალდამცველებს მიმართავს, გაარკვიონ biletebi.ge-ზე შექმნილი პრობლემები

“ეს ხომ არ არის მხოლოდ biletebi.ge-ს ან ფეხბურთის ფედერაციის პრესტიჟი. ეს არის მთელი საქართველოს პრესტიჟი, ყველას პრესტიჟია, რომ ეს თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს. მე მოვუწოდებდი სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თუკი ამის აუცილებლობა გახდება, იქნებ გაარკვიონ… თუ მარტო ტექნიკური საკითხია, კი ბატონო, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს სცდება ეს ყველაფერი, მაშინ დაგვეხმარონ ან საიტს დაეხმარონ”, – განუცხადა არველაძემ რუსთავი 2-ს.


უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 09:00 საათიდან დაიწყო. გულშემატკივრების ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ მათი რიგის მოსვლის შემდეგ სისტემამ ვებგვერდიდან გამოაგდო და რიგის ბოლოში მიუჩინა ადგილი. biletebi.ge-ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საკითხს სწავლობენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი